---
title: "მუხლი 174 — საზღვაო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/174"
law: "საზღვაო კოდექსი"
article: "174"
identifier: "715"
adopted: "1997-05-15"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 174 — საზღვაო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო კოდექსი, მუხლი 174 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/174

1. გადამყვანი პასუხს აგებს მიღებული ბარგის დანაკლისის, დაზიანების ან დაგვიანებით მიტანისათვის, თუ ყოველივე ეს გამოწვეულია გადამყვანის, მისი თანამშრომლებისა და აგენტების მიზეზით.

2. ხელბარგის დანაკლისის ან დაზიანებისას გადამყვანი პასუხისმგებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მგზავრი დაამტკიცებს, რომ ეს გადამყვანის უხეში გაუფრთხილებლობით ან განზრახ ქმედებით არის გამოწვეული.

3. ბარგის დაკარგვის, დანაკლისის ან დაზიანების შემთხვევაში მგზავრმა ეს დაუყოვნებლივ, ხოლო „ფარული ნაკლის“ შემთხვევაში – 3 დღის ვადაში, წერილობით უნდა განუცხადოს გადამზიდავს ან მის აგენტს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ მგზავრმა ბარგი მიიღო დაუზიანებლად, ვიდრე საწინააღმდეგო არ იქნება დამტკიცებული.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/173.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/175.md
