---
title: "მუხლი 175 — საზღვაო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/175"
law: "საზღვაო კოდექსი"
article: "175"
identifier: "715"
adopted: "1997-05-15"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 175 — საზღვაო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო კოდექსი, მუხლი 175 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/175

გადამყვანის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება: ა) მგზავრის გარდაცვალებისთვის ან ჯანმრთელობის დაზიანებისთვის – 400 000 საანგარიშო ერთეულით თითოეული მგზავრისთვის; ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების (მათ შორის, ბარგის) დაკარგვისთვის ან დაზიანებისთვის – 12 700 საანგარიშო ერთეულით თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის; გ) კაიუტაში არსებული ბარგის დაკარგვისთვის ან დაზიანებისთვის – 2 250 საანგარიშო ერთეულით თითოეული მგზავრისთვის; დ) ბარგის (გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბარგისა) დაკარგვისთვის ან დაზიანებისთვის − 3 375 საანგარიშო ერთეულით თითოეული მგზავრისთვის. საქართველოს 2019 წლის 17 სექტემბრის კანონი №4944 – ვებგვერდი, 01.10.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/174.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/175-1.md
