---
title: "მუხლი 177 — საზღვაო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/177"
law: "საზღვაო კოდექსი"
article: "177"
identifier: "715"
adopted: "1997-05-15"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 177 — საზღვაო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო კოდექსი, მუხლი 177 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/177

1. საზღვაო კრუიზის ხელშეკრულების დადების დამადასტურებელი დოკუმენტია კრუიზის ორგანიზატორის მიერ გაცემული საგზური ან მისი ტოლფასი სხვა საბუთი.

2. საზღვაო კრუიზის ხელშეკრულებაში აღნიშნული უნდა იყოს: ა) გემის სახელწოდება და ტიპი; ბ) კრუიზის ორგანიზატორის სახელი, გვარი და მისამართი; გ) მგზავრის სახელი, გვარი და მისამართი; დ) კაიუტის ნომერი და კლასი, კრუიზის ღირებულება, რომელშიც შედის სხვა გაწეული ხარჯებიც; ე) ჩასხდომისა და გადმოსხდომის ნავსადგურები; ვ) გასვლისა და ჩასვლის დრო; ზ) შესვლის ნავსადგურები; თ) კრუიზის პერიოდში მომსახურების სახეობები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/176.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/178.md
