---
title: "მუხლი 19 — საზღვაო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/19"
law: "საზღვაო კოდექსი"
article: "19"
identifier: "715"
adopted: "1997-05-15"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19 — საზღვაო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო კოდექსი, მუხლი 19 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/19

1. საერთო ავარიასთან დაკავშირებული ურთიერთობა რეგულირდება იმ ქვეყნის კანონმდებლობით, რომლის ნავსადგურშიც შევიდა გემი საერთო ავარიის გამომწვევი შემთხვევის შემდეგ, თუ მხარეების მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. თუ მხარეები, რომელთა ინტერესებსაც შეეხო საერთო ავარია, არიან საქართველოს რეზიდენტები, მაშინ გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობა, თუ მხარეების მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. საერთო ავარიის მატერიალური პასუხისმგებლობა ნაწილდება ამ კოდექსის 273-289-ე მუხლებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/20.md
