---
title: "მუხლი 198 — საზღვაო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/198"
law: "საზღვაო კოდექსი"
article: "198"
identifier: "715"
adopted: "1997-05-15"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 198 — საზღვაო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო კოდექსი, მუხლი 198 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/198

1. ბერბოუტ-ჩარტერში აღნიშნული უნდა იყოს: ა) მხარეთა დასახელება; ბ) ხელშეკრულების მიზანი; გ) გემის სახელწოდება; დ) გემის აგების წელი; ე) გემის კლასი; ვ) ტვირთამწეობა და ტვირთტევადობა; ზ) ძრავების სიმძლავრე; თ) სვლის სიჩქარე და საწვავის ხარჯი; ი) გემით სარგებლობის ვადა, რომლის გასვლის შემდეგ დამფრახტველს შეიძლება გადაეცეს გემის მფლობელის უფლება; კ) ბერბოუტ-ჩარტერის საფასურის შეტანის ოდენობა და ვადები; ლ) დამფრახტველისათვის გემის გადაცემის დრო და ადგილი; მ) დამფრახტველის მიერ გემის ეკიპაჟის არჩევის უფლება; ნ) ვის ეკისრება რეგისტრაციის ხარჯები; ო) სხვა აუცილებელი მონაცემები.

2. თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დამფრახტველს, ბერბოუტ-ჩარტერით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, შეუძლია თავისი სახელით დადოს ხელშეკრულება მესამე პირთან ბერბოუტ-ჩარტერის მთელი დროით ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში (სუბბერბოუტ-ჩარტერი). ასეთი ხელშეკრულების დადება დამფრახტველს არ ათავისუფლებს გემთმფლობელთან დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობისაგან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/197.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/199.md
