---
title: "მუხლი 206 — საზღვაო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/206"
law: "საზღვაო კოდექსი"
article: "206"
identifier: "715"
adopted: "1997-05-15"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 206 — საზღვაო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო კოდექსი, მუხლი 206 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/206

1. იპოთეკის ხელშეკრულება სათანადოდ უნდა დამოწმდეს და აუცილებლად გატარდეს საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში. ამის შესახებ კეთდება ჩანაწერი გემის საკუთრების მოწმობაში.

2. იპოთეკის აღრიცხვის წესს ადგენს სააგენტო.

3. იპოთეკის რეგისტრაციისათვის დამგირავებელმა უნდა წარმოადგინოს გემის იპოთეკის ხელშეკრულების დედანი და ნოტარიუსით დამოწმებული ასლი.

4. სააგენტო ვალდებულია საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერი მიაწოდოს დამგირავებელს, მოთხოვნისას კი – ასევე მოგირავნესა და სხვა დაინტერესებულ პირებს.

5. იპოთეკის რეგისტრაცია და საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერის გაცემა ფასიანია. საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/205.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/207.md
