---
title: "მუხლი 211 — საზღვაო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/211"
law: "საზღვაო კოდექსი"
article: "211"
identifier: "715"
adopted: "1997-05-15"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 211 — საზღვაო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო კოდექსი, მუხლი 211 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/211

1. იპოთეკა უქმდება: ა) ვალის დაფარვისას; ბ) ვალის დაფარვის სხვა გზით (გემის იძულებითი გაყიდვა და სხვა) ფულადი ვალდებულების შეწყვეტისას; გ) გემის დაღუპვისას, დაზღვევის ანაზღაურების გამოკლებით; დ) სპეციალური ხელშეკრულების არსებობისას.

2. დამგირავებლის მოთხოვნით მოგირავნე ვალდებულია მისცეს მას ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულების დამადასტურებელი სათანადოდ დამოწმებული საბუთი.

3. დამგირავებლისაგან ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულების დამადასტურებელი სათანადოდ დამოწმებული საბუთის მიღებისას იპოთეკის რეგისტრაციის ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ შეიტანოს შესაბამისი აღნიშვნა საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/210.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/212.md
