---
title: "მუხლი 224 — საზღვაო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/224"
law: "საზღვაო კოდექსი"
article: "224"
identifier: "715"
adopted: "1997-05-15"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 224 — საზღვაო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო კოდექსი, მუხლი 224 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/224

ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში გემის ან სხვა მცურავი ობიექტის ბუქსირზიდვისათვის მოუმზადებლობის შემთხვევაში, ბუქსირის გასვლის პუნქტში გამოცხადების შემდეგ ბუქსირის მფლობელს უფლება აქვს გააუქმოს ხელშეკრულება და საბუქსირო ობიექტის მფლობელს აანაზღაურებინოს ბუქსირმზიდის გასვლის პუნქტიდან დანიშნულების პუნქტამდე მისვლის, ასევე ბაზირების პუნქტში (ან სხვა პუნქტში, არა უშორეს ბაზირების ნავსადგურისა), უკან დაბრუნებისათვის გაწეული ხარჯი, ასევე გადაახდევინოს შესაძლო შემოსავალი (ხელიდან გაშვებული სარგებელი).

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/223.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/225.md
