---
title: "მუხლი 265 — საზღვაო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/265"
law: "საზღვაო კოდექსი"
article: "265"
identifier: "715"
adopted: "1997-05-15"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 265 — საზღვაო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო კოდექსი, მუხლი 265 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/265

1. დამზღვევს შეუძლია უარი უთხრას მზღვეველს დაზღვეულ ქონებაზე მის უფლებაზე (აბანდონი) და მოსთხოვოს მას სრული სადაზღვევო თანხა, თუ: ა) გემი უგზო-უკვლოდ დაიკარგა; ბ) ეკონომიკურად მიზანშეუწონელია დაზღვეული გემის აღდგენა ან რემონტი (სრული კონსტრუქციული დაღუპვა); გ) ეკონომიკურად მიზანშეუწონელია დაზღვეული ტვირთის დაზიანების მიზეზის აღმოფხვრა ან მისი დანიშნულების ადგილზე მიტანა; დ) გემი ან ტვირთი შეპყრობილია, ორივე კი დაზღვეულია აღნიშნული საფრთხისაგან, ხოლო ძალადობა გრძელდება ორი თვის განმავლობაში.

2. სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი გემის აბანდონი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კოდექსის 42- ე მუხლის შესაბამისად.

3. მხარეთა შეთანხმება, რომელიც ეწინააღმდეგება ამ მუხლს, ბათილია. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/264.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/266.md
