---
title: "მუხლი 27¹ — საზღვაო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/27-1"
law: "საზღვაო კოდექსი"
article: "27^1"
identifier: "715"
adopted: "1997-05-15"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27¹ — საზღვაო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო კოდექსი, მუხლი 27¹ (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/27-1

„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ყველა სახეობის მცურავ ობიექტზე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობა რეგულირდება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2591 – ვებგვერდი, 24.02.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/27-2.md
