---
title: "მუხლი 299 — საზღვაო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/299"
law: "საზღვაო კოდექსი"
article: "299"
identifier: "715"
adopted: "1997-05-15"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 299 — საზღვაო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო კოდექსი, მუხლი 299 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/299

გემის მესაკუთრე პასუხს არ აგებს ზღვის დაბინძურებით გამოწვეული ზიანისათვის, თუ დაამტკიცებს, რომ ზღვის დაბინძურება გამოიწვია: ა) თავისი ხასიათით განსაკუთრებულმა, გადაულახავმა და გარდაუვალმა სტიქიურმა მოვლენამ; ბ) სამხედრო მოქმედებამ, მტრულმა ქმედებამ ან სახალხო მღელვარებამ; გ) მესამე პირმა, რომელიც მოქმედებდა ან უმოქმედოდ იყო ზიანის განზრახ მიყენების მიზნით; დ) მაშუქ ან სხვა სანავიგაციო საშუალებათა გაუმართაობამ, რაც გამოიწვია ამ საშუალებების გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებელ ხელისუფალთა დაუდევრობამ ან სხვა გაუმართლებელმა მოქმედებამ; ე) სანავსადგურე ერთეულის მიერ ფეკალური წყლების, ნაგვისა და გარემოსთვის მავნე სხვა ნივთიერებების მიუღებლობის შემთხვევაში წყალში ამ ნივთიერებათა ავარიულმა გადაყრამ. საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/298.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/300.md
