---
title: "მუხლი 31 — საზღვაო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/31"
law: "საზღვაო კოდექსი"
article: "31"
identifier: "715"
adopted: "1997-05-15"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 31 — საზღვაო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო კოდექსი, მუხლი 31 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/31

1. მთავარი რეგისტრატორი ახორციელებს ამ კოდექსით გათვალისწინებულ გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ქმედებებს.

2. რეგისტრატორი გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ პროცედურებს ახორციელებს დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში.

3. მთავარ რეგისტრატორს გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებული უფლებამოსილების დელეგირება შეუძლია მოახდინოს მხოლოდ შემდეგ პირებზე: ა) სააგენტოს თანამშრომელზე − რეგისტრატორზე; ბ) საქართველოს საჯარო მოსამსახურეზე; გ) საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირზე; დ) (ამოღებულია - 31.05.2023, №3043); ე) აღიარებულ აგენტზე – მხოლოდ დროებითი რეგისტრაციის მოწმობების გაცემის მიზნებისათვის. საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91 საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/30.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/32.md
