---
title: "მუხლი 311 — საზღვაო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/311"
law: "საზღვაო კოდექსი"
article: "311"
identifier: "715"
adopted: "1997-05-15"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 311 — საზღვაო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო კოდექსი, მუხლი 311 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/311

1. ბირთვული გემის ოპერატორს, რომელმაც აანაზღაურა ბირთვული ზიანი, უფლება აქვს რეგრესული მოთხოვნა წაუყენოს: ა) პირს, რომელმაც გამიზნულად გამოიწვია ბირთვული ზიანი; ბ) პირს, რომელმაც ოპერატორის ან გემის დროშის სახელმწიფოს ნებართვის გარეშე განახორციელა ჩაძირული ბირთვული გემის ამოღება, თუ ზიანი მისი ქმედების შედეგია.

2. რეგრესული სარჩელი შეიძლება წაეყენოს აგრეთვე პირს, რომელმაც ბირთვული გემის ოპერატორთან შეთანხმებით იკისრა ბირთვული ზიანის ანაზღაურება. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში რეგრესული მოთხოვნა შეიძლება წაეყენოს იმ პირსაც, რომელმაც ამ კოდექსის 317-ე მუხლის საფუძველზე აანაზღაურა ზიანი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/310.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/312.md
