---
title: "მუხლი 316 — საზღვაო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/316"
law: "საზღვაო კოდექსი"
article: "316"
identifier: "715"
adopted: "1997-05-15"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 316 — საზღვაო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო კოდექსი, მუხლი 316 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/316

1. ბირთვულ გემს უნდა ჰქონდეს შესაბამისი მოქმედი მოწმობა, რომელიც ადასტურებს ბირთვული ავარიის შემთხვევაში გემის ოპერატორის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფას ამ კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული მოწმობის გაცემის, შემოწმებისა და აღიარების პირობებსა და წესებს ადგენს სააგენტო. საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/315.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/317.md
