---
title: "მუხლი 328 — საზღვაო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/328"
law: "საზღვაო კოდექსი"
article: "328"
identifier: "715"
adopted: "1997-05-15"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 328 — საზღვაო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო კოდექსი, მუხლი 328 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/328

1. მხარეების შეუთანხმებლობის შემთხვევაში ჯილდოს ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო ან არბიტრაჟი შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით, ქვემოთ წარმოდგენილი თანამიმდევრობის მიუხედავად: ა) გადამრჩენის მიერ მიღწეული წარმატების ხარისხი; ბ) გადარჩენილი გემისა და სხვა ქონების ღირებულება; გ) საფრთხე, რომელიც განიცადა გადარჩენილმა გემმა, მისმა ეკიპაჟმა, მგზავრებმა და ტვირთმა; დ) გემის, ადამიანებისა და სხვა ქონების გადასარჩენად გადამრჩენთა ძალისხმევა და ოსტატობა; ე) გადამრჩენის მიერ დახარჯული დრო, გაწეული ხარჯი და დანაკარგები; ვ) გადამრჩენის შესაძლო პასუხისმგებლობა მესამე პირთა მიმართ; ზ) პასუხისმგებლობის რისკი და სხვა რისკი, რომლებიც განიცადეს გადამრჩენებმა და მათმა ქონებამ; თ) გადამრჩენთა ქონების ღირებულება, რომელიც საფრთხეში აღმოჩნდა; ი) მაშველი გემის სპეციალური დანიშნულება; კ) გადამრჩენთა ძალისხმევა გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებად ან მინიმუმამდე შესამცირებლად.

2. დადგენილი ჯილდოს ანაზღაურება უნდა მოხდეს ყველა ინტერესით (გემის ან სხვა გადარჩენილი ქონების) გადარჩენილი ღირებულების პროპორციულად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/327.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/329.md
