---
title: "მუხლი 33 — საზღვაო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/33"
law: "საზღვაო კოდექსი"
article: "33"
identifier: "715"
adopted: "1997-05-15"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33 — საზღვაო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო კოდექსი, მუხლი 33 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/33

1. საერთაშორისო ნაოსნობის გემების წიგნში რეგისტრირდება გემი, რომელიც შეიძლება გამოიყენებოდეს საერთაშორისო ნაოსნობისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხდება გემის ბერბოუტ - ჩარტერით რეგისტრაცია.

2. შიდა ნაოსნობის გემების წიგნში რეგისტრირდება გემი, რომელიც არ გამოიყენება საერთაშორისო ნაოსნობისათვის, გარდა გემის ბერბოუტ-ჩარტერით რეგისტრაციის შემთხვევისა და ამ კოდექსის 44 11 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. ბერბოუტ-ჩარტერის წიგნში რეგისტრირდება გემი, რომლის სხვა ქვეყნის სათანადო რეესტრში რეგისტრაციაც შეჩერებულია და რომლის ასეთად დარეგისტრირების თაობაზე წერილობით განცხადებას წარმოადგენს გემის უეკიპაჟოდ დამფრახტავი.

4. მესაკუთრის მოთხოვნით, მშენებარე გემი მშენებარე გემების წიგნში რეგისტრირდება მხოლოდ იმ პირობით, რომ გემის იდენტიფიცირება შესაძლებელი იქნება მისი მშენებლობის ეტაპის გათვალისწინებით, გემთმშენებლის მშენებარე გემების სიაში ან სხვა რაიმე საშუალებით. მშენებარე გემის რეგისტრაციის საკითხს წყვეტს მთავარი რეგისტრატორი. გემის მშენებლობის დასრულების შემდეგ, თუ გემთმფლობელი წერილობით ადასტურებს მისი დარეგისტრირების თაობაზე თავის ნებას, მთავარი რეგისტრატორი ახორციელებს გემის რეგისტრაციას. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი , 19.06.2012 წ . საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4106 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/34.md
