---
title: "მუხლი 339 — საზღვაო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/339"
law: "საზღვაო კოდექსი"
article: "339"
identifier: "715"
adopted: "1997-05-15"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 339 — საზღვაო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო კოდექსი, მუხლი 339 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/339

ამ კოდექსის 337-ე მუხლის საფუძველზე პასუხისმგებლობის შეზღუდვა არ ეხებათ: ა) გადარჩენის ან საერთო ავარიის შესატანით გამოწვეულ მოთხოვნებს; ბ) ეკიპაჟის და გემთმფლობელის მომსახურე სხვა წევრების მოთხოვნებს, რომელთა მოვალეობა დაკავშირებულია გემთან, აგრეთვე მემკვიდრეთა ან მოქალაქეთა მოთხოვნებთან, რომელთაც აქვთ დახმარების მიღების უფლება, თუ გემთმფლობელთან ამ პირთა ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობით მათი პასუხისმგებლობა ამ მოთხოვნებზე არ შეიზღუდება ან არ გადააჭარბებს 331-ე მუხლით გათვალისწინებულ ზღვარს; გ) ჩაძირული ქონების ამოღების ან მოშორების მოთხოვნებს; დ) მოთხოვნებს ადამიანების ან ზღვის ცოცხალი რესურსების სიცოცხლისათვის საფრთხის შემქმნელი სხვადასხვა მავნე ნივთიერებებითა და ნავთობით გარემოს დაბინძურებაზე, როცა ამ ზიანზე პასუხისმგებლობა განისაზღვრება კოდექსის XVIII თავის შესაბამისად; ე) ბირთვული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნებს, რაზეც პასუხისმგებლობა განისაზღვრება კოდექსის XIX თავის შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/338.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/340.md
