---
title: "მუხლი 358 — საზღვაო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/358"
law: "საზღვაო კოდექსი"
article: "358"
identifier: "715"
adopted: "1997-05-15"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 358 — საზღვაო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო კოდექსი, მუხლი 358 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/358

საქართველოს სანავსადგურე ერთეულში საზღვაო პროტესტის შესახებ განცხადება კეთდება სანავსადგურე ერთეულში გემის შესვლის მომენტიდან 24 საათის განმავლობაში. თუ საზღვაო პროტესტის შესახებ განცხადების გაკეთების აუცილებლობის გამომწვევი შემთხვევა სანავსადგურე ერთეულში მოხდა, ეს განცხადება უნდა გაკეთდეს ამ შემთხვევიდან 24 საათის განმავლობაში. საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/357.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/359.md
