---
title: "მუხლი 360 — საზღვაო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/360"
law: "საზღვაო კოდექსი"
article: "360"
identifier: "715"
adopted: "1997-05-15"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 360 — საზღვაო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო კოდექსი, მუხლი 360 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/360

საზღვაო პროტესტის შესახებ განცხადებაში მითითებულ გარემოებათა დასამტკიცებლად გემის კაპიტანი ვალდებულია არაუგვიანეს სანავსადგურე ერთეულში გემის შესვლის მომენტიდან 7 დღისა ან შესაბამისი შემთხვევისა, თუ ის სანავსადგურე ერთეულში მოხდა, ამ განცხადებასთან ერთად ნოტარიუსს ან სხვა თანამდებობის პირს განსახილველად წარუდგინოს გემის ჟურნალი და გემის კაპიტნის მიერ დამოწმებული ამონაწერი ამ ჟურნალიდან. საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/359.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/361.md
