---
title: "მუხლი 363 — საზღვაო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/363"
law: "საზღვაო კოდექსი"
article: "363"
identifier: "715"
adopted: "1997-05-15"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 363 — საზღვაო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო კოდექსი, მუხლი 363 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/363

1. გარემოება, რომელიც შეიძლება გახდეს ქონებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი ტვირთის გამგზავნის, გადამზიდავის და მიმღების, ასევე მგზავრთა გადამყვანის მიმართ, უნდა დადასტურდეს წერილობით, დამოუკიდებელი სურვეირის პატაკით ან აქტით.

2.საზღვარგარეთის ნავსადგურში ამ გარემოებათა წერილობითი დამოწმება ხდება ადგილობრივი წესების შესაბამისად.

3. პატაკი ან აქტი უნდა შედგეს შემდეგ გარემოებათა დასამოწმებლად: ა) შეუსაბამობა ტვირთის ან ბარგის ფაქტობრივ დასახელებას, მასას, ტვირთის ან ბარგის ადგილების რაოდენობას და გადატვირთვის საბუთებში შეტანილ მონაცემებს შორის; ბ) ტვირთის ან ბარგის დაზიანება ან გაფუჭება; გ) უსაბუთო ტვირთის, ბარგის ან იმ საბუთების აღმოჩენა, რომლებსაც არ ახლავთ ტვირთი და ბარგი; დ) გადამზიდავისათვის მოპარული ტვირთისა და ბარგის დაბრუნება;

4. პატაკის ან აქტის ფორმა, მისი შედგენის წესი, აგრეთვე ის გარემოებები, რომელიც აქტის შედგენას არ საჭიროებს, განისაზღვრება დამოუკიდებელი სურვეიერის მიერ მიღებული წესების ან რეკომენდაციების შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/362.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/364.md
