---
title: "მუხლი 370 — საზღვაო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/370"
law: "საზღვაო კოდექსი"
article: "370"
identifier: "715"
adopted: "1997-05-15"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 370 — საზღვაო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო კოდექსი, მუხლი 370 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/370

1. ზღვის დაბინძურებით გამოწვეული ზიანის და ბირთვული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული მოთხოვნებისათვის განსაზღვრულია სასარჩელე ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, ხოლო თუ აღნიშნული მოთხოვნები წამოიჭრა საქართველოს იურიდიულ პირებს შორის - სასარჩელე ხანდაზმულობის ერთწლიანი ვადა.

2. ეს ვადა აითვლება იმ დღიდან, როცა დაზარალებულმა გაიგო ან უნდა გაეგო მისთვის მიყენებული ზიანის ან დანაკლისის შესახებ, მაგრამ არა უგვიანეს 6 წლისა შემთხვევის დღიდან, როცა მოხდა დაბინძურება და 15 წლისა – შემთხვევის შედეგად გამოწვეული ზიანის დღიდან.

3. „საბუნკერო საწვავით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალის გამო წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციიდან გამომდინარე კომპენსაციის მოთხოვნის უფლებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით. ამასთანავე, ზიანის გამომწვევი ინციდენტიდან 6 წელზე მეტი არ უნდა იყოს გასული. თუ ინციდენტი რამდენიმე შემთხვევისგან შედგება, 6-წლიანი პერიოდი აითვლება პირველი შემთხვევის დადგომის დღიდან. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3569 – ვებგვერდი, 20.11.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/369.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/371.md
