---
title: "მუხლი 374⁴ — საზღვაო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/374-4"
law: "საზღვაო კოდექსი"
article: "374^4"
identifier: "715"
adopted: "1997-05-15"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 374⁴ — საზღვაო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო კოდექსი, მუხლი 374⁴ (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/374-4

1. თუ მოწმობა გაცემულია ამ კოდექსის II 1 თავის ამოქმედებამდე, იგი ჩაითვლება ამავე კოდექსის დებულებების შესაბამისად გაცემულად და ძალის მქონედ, თუ მისი გამცემი ორგანიზაცია მიიღებს აღიარებას იმავე თავის შესაბამისად.

2. თუ მოწმობა გაცემულია ამ კოდექსის II 1 თავის ამოქმედებამდე და მისი გამცემი ორგანიზაცია ვერ მიიღებს აღიარებას იმავე თავის შესაბამისად, ამ მოწმობის მოქმედების ვადა განისაზღვრება გაცემული მოწმობის მოქმედების ვადით. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/374-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/374-5.md
