---
title: "მუხლი 374 — საზღვაო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/374"
law: "საზღვაო კოდექსი"
article: "374"
identifier: "715"
adopted: "1997-05-15"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 374 — საზღვაო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო კოდექსი, მუხლი 374 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/374

1. კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილებისას გადასახდელ თანხას დაერიცხება წლიური პროცენტი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ფარგლებში.

2. პროცენტები დაირიცხება მოცემული თანხის გადახდის წერილობითი მოთხოვნის დღიდან მისი გადახდის დღემდე.

3. ამ მუხლის წესები არ ეხება ჯარიმას და პრემიებს, აგრეთვე ზიანის შესახებ მოთხოვნებს, რომელთა ანაზღაურება ხდება საერთო ავარიის განაწილების გზით. თავი XXIV 1 .  მეზღვაურის სამუშაო ფორმები საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/373.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/374-1.md
