---
title: "მუხლი 38 — საზღვაო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/38"
law: "საზღვაო კოდექსი"
article: "38"
identifier: "715"
adopted: "1997-05-15"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 38 — საზღვაო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო კოდექსი, მუხლი 38 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/38

1. გემი სანაოსნოდ დაიშვება, თუ მისი მდგომარეობა შეესაბამება ნაოსნობის უშიშროების, ზღვის გარემოს დაცვისა და საზღვაო უსაფრთხოების საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. 1​ 1 . შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემი სანაოსნოდ დაიშვება, თუ მისი მდგომარეობა შეესაბამება ნაოსნობის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შესაბამისობას ადგენს სააგენტო ან / და აღიარებული ორგანიზაცია ამ კოდექსის II 1 თავის შესაბამისად. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1543 – ვებგვერდი, 30.04.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/37.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/39.md
