---
title: "მუხლი 44¹ — საზღვაო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/44-1"
law: "საზღვაო კოდექსი"
article: "44^1"
identifier: "715"
adopted: "1997-05-15"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 44¹ — საზღვაო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო კოდექსი, მუხლი 44¹ (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/44-1

ამ თავის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა ) უფლებამოსილების მინიჭება − საქართველოს მიერ აღიარებული ორგანიზაციისთვის უფლებამოსილების დელეგირების ( გადაცემის) სათანადო აქტი; ბ) გემი − საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ყველა ტიპის გემი; გ ) საქართველოს გემი − ამ კოდექსის დებულებების შესაბამისად საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული და საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემი; დ) გემთმფლობელი − გემის მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი; ე) სატვირთო გემი − გემი, რომელიც სამგზავრო გემი არ არის; ვ) სამგზავრო გემი − გემი, რომელიც იტევს 12 მგზავრზე მეტს და რომელზედაც მგზავრი არის ნებისმიერი პირი, გარდა: ვ. ა) კაპიტნისა, ეკიპაჟის წევრებისა და გემზე დასაქმებული სხვა პირებისა; ვ. ბ) 1 ( ერთ) წლამდე ასაკის ბავშვისა; ზ ) სატვირთო გემის უსაფრთხოების რადიოკავშირის რადიომოწმობა − მოწმობა, რომელიც გათვალისწინებულია ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენციის შესწორებული რადიოწესებით; თ) კლასის მოწმობა − აღიარებული ორგანიზაციების მიერ შემუშავებული და გამოქვეყნებული წესებისა და პროცედურების საფუძველზე მათ მიერვე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გემის განსაზღვრულ მიზნებთან ან მომსახურებასთან შესაბამისობას; ი) ინსპექტირება და შემოწმება − საქართველოს გემის აუცილებელი ინსპექტირება და შემოწმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის აქტების, სტანდარტების, რეზოლუციებისა და რეკომენდაციების საფუძველზე; კ) საერთაშორისო კონვენცია − საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ან შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენცია, რომლის მონაწილეც არის საქართველო; ლ) ადგილსამყოფელი − რეგისტრირებული ოფისის ადგილსამყოფელი, ცენტრალური ადმინისტრაციის ან ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობის ადგილი; მ) გემის ოპერატორი − გემთმფლობელი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც შესაძლებელია იყოს მენეჯერი ან გემის უეკიპაჟოდ დამფრახტავი ( ბერბოუტ-ჩარტერერი) , რომელსაც გემთმფლობელმა დააკისრა გემის მართვის პასუხისმგებლობა და რომელმაც ამ პასუხისმგებლობის აღებისას განაცხადა თანხმობა, შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება და იკისროს სათანადო პასუხისმგებლობა; ნ) კონტროლი ორგანიზაციასთან მიმართებით − უფლებები, კონტრაქტები ან სხვა, კანონით განსაზღვრული ან ფაქტობრივი საშუალებები, რომლებიც ცალმხრივად ან ერთობლივად ანიჭებს პირს შესაძლებლობას, გადამწყვეტი გავლენა მოახდინოს იურიდიულ პირზე ამ კოდექსით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად; ო) წესები და პროცედურები − აღიარებული ორგანიზაციის მიერ გემის დიზაინის, კონსტრუქციის, აღჭურვილობის, მოვლა-შენახვისა და შემოწმების მიმართ წაყენებული მოთხოვნები, რომლებიც შეთანხმებულია სააგენტოსთან; პ) მინისტრი − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი; ჟ) ორგანიზაცია − იურიდიული პირი, კერძოდ, საკლასიფიკაციო საზოგადოება ან სხვა კერძო დაწესებულება, მისი ფილიალი, მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული სხვა პირი, რომლებიც ერთობლივად ან ცალ - ცალკე ახორციელებენ ისეთ საქმიანობას, რომელიც ამ კოდექსის მოქმედების სფეროში ექცევა; რ) გემების შემმოწმებელი − პირი, რომელიც რეგისტრირებულია სააგენტოში გემების შემმოწმებლად ამ კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად; ს) აღიარებული ორგანიზაცია − ამ კოდექსის თანახმად აღიარებული ორგანიზაცია; ტ) სავალდებულო მოწმობა − საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად საქართველოს მიერ ან საქართველოს სახელით გაცემული მოწმობა; უ) IMO-ს A.1070 (28) რეზოლუცია − საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 2013 წლის 4 დეკემბრის რეზოლუცია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ინსტრუმენტების საიმპლემენტაციო კოდექსის (III კოდექსის) შესახებ; ფ) (ამოღებულია - 23.06.2026, №1741) ; ქ) MSC-MEPC.5/Circ.16 ცირკულარი – საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 2022 წლის 24 იანვრის ცირკულარი ადმინისტრაციის სახელით მოქმედი აღიარებული ორგანიზაციებისთვის უფლებამოსილების გადაცემის ხელშეკრულების მოდელის შესახებ; ქ 1 ) IMO-ს MEPC.237(65) რეზოლუცია და IMO-ს MSC.349(92) რეზოლუცია − საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 2013 წლის 17 მაისის რეზოლუცია − აღიარებული ორგანიზაციების კოდექსი და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 2013 წლის 21 ივნისის რეზოლუცია − აღიარებული ორგანიზაციების კოდექსი; ღ) გადამცემი ორგანიზაცია − გემის მიერ კლასის შეცვლისას ის აღიარებული ორგანიზაცია, რომლის კლასიც ჰქონდა გემს; ყ) მიმღები ორგანიზაცია − გემის მიერ კლასის შეცვლისას ის აღიარებული ორგანიზაცია, რომლის კლასიც ექნება გემს. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1741 – ვებგვერდი, 26.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/44.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/44-10.md
