---
title: "მუხლი 44¹⁶ — საზღვაო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/44-16"
law: "საზღვაო კოდექსი"
article: "44^16"
identifier: "715"
adopted: "1997-05-15"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 44¹⁶ — საზღვაო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო კოდექსი, მუხლი 44¹⁶ (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/44-16

1. აღიარებული ორგანიზაციის ზედამხედველობისადმი დაუქვემდებარებელი გემების, მათ შორის, პატარა და ზომამცირე გემების, ტექნიკურ ზედამხედველობას განახორციელებს ორგანიზაცია, რომელსაც აკრედიტაციას მიანიჭებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო − აკრედიტაციის ცენტრი. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო − აკრედიტაციის ცენტრი განსაზღვრავს აკრედიტაციის მინიჭების პროცედურებს.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული გემების ტექნიკური ზედამხედველობის ს ააგენტოს მიერ დამტკიცებული მოთხოვნების შესაბამისად განხორციელების უფლება აქვს ასევე აღიარებულ ორგანიზაციას.

3. აკრედიტაციის პროცესში მონაწილეობს სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელი.

4. აკრედიტაციის მიზნებისათვის ორგანიზაციის აღიარების აუცილებელ მოთხოვნებს განსაზღვრავს სააგენტო თავისი ნორმატიული აქტით. სააგენტო ასევე ადგენს / ამტკიცებს იმ ტექნიკურ სტანდარტს, რომლის შესაბამისადაც ორგანიზაცია განახორციელებს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული გემების ტექნიკურ ზედამხედველობას.

5. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად აკრედიტებული ორგანიზაცია განსაზღვრავს პატარა და ზომამცირე გემების ზღვაში გასვლის მოთხოვნებსა და ნაოსნობის საზღვრებს. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/44-15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/44-17.md
