---
title: "მუხლი 44¹⁷ — საზღვაო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/44-17"
law: "საზღვაო კოდექსი"
article: "44^17"
identifier: "715"
adopted: "1997-05-15"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 44¹⁷ — საზღვაო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო კოდექსი, მუხლი 44¹⁷ (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/44-17

1. გემის ინსპექტორს ან გემების შემმოწმებელს, რომელიც სააგენტოს ან აღიარებული ორგანიზაციის სახელით მუშაობს, ინსპექტირების/შემოწმების, გემის სერტიფიცირების ან ამ კოდექსის 44 3 მუხლის მიზნებისთვის უნდა ჰქონდეს შემდეგი უფლებები: ა) ავიდეს საქართველოს დროშით მცურავ გემზე; ბ) განახორციელოს ყველა საჭირო ინსპექტირება და შემოწმება, რომელთა ჩატარებაც მოითხოვება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის კონვენციებით, რომელთა მხარეც არის საქართველო; გ) მოითხოვოს დაფიქსირებული შეუსაბამობებისა და ხარვეზების აღმოფხვრა; დ) აუკრძალოს გემს ნაოსნობა, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დაფიქსირებული შეუსაბამობები საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის კონვენციების სერიოზული დარღვევაა, ემუქრება გემზე მყოფ მეზღვაურთა უსაფრთხოებას ან ჯანმრთელობას ან მიმართულია საზღვაო უშიშროების წინააღმდეგ.

2. გემის ინსპექტორმა ან გემების შემმოწმებელმა უნდა განახორციელოს ყველა შესაბამისი ღონისძიება გემის უსაფუძვლო მოცდენის თავიდან ასაცილებლად.

3. გემის ინსპექტორმა ან გემების შემმოწმებელმა, რომელიც ახორციელებს გემის ინსპექტირებას/შემოწმებას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენციის“ (MLC 2006) სტანდარტების დაცვის კუთხით, უნდა უზრუნველყოს, რომ ინსპექტირების ანგარიშის ასლი გადაეცეს გემის კაპიტანს. ამასთანავე, ინსპექტირების ანგარიშის ასლი უნდა განთავსდეს გემზე თვალსაჩინო ადგილას, აგრეთვე გაეგზავნოს სააგენტოს.

4. გემთმფლობელს, დამფრახტავს ან კომპანიას ეკრძალება გემის ინსპექტორის ან გემების შემმოწმებლის მიერ საკუთარი მოვალეობების შესრულების პროცესში მისთვის ხელის შეშლა. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. თავი II 2 . გემზე ეკიპაჟისთვის არსებული საცხოვრებელი პირობები საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/44-16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/44-18.md
