---
title: "მუხლი 44² — საზღვაო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/44-2"
law: "საზღვაო კოდექსი"
article: "44^2"
identifier: "715"
adopted: "1997-05-15"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 44² — საზღვაო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო კოდექსი, მუხლი 44² (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/44-2

1. ევროკავშირის მიერ აღიარებულ ორგანიზაციას უფლება აქვს, განახორციელოს აღიარებული ორგანიზაციის უფლებამოსილებები საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის მიმართ ამ მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულებისას.

2. საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის მიმართ აღიარებული ორგანიზაციის უფლებამოსილებების განხორციელებისას ყველა ასეთი ორგანიზაცია ვალდებულია სააგენტოსთან წინასწარი კონსულტაციები გაიაროს იმის თაობაზე, თუ რა უფლებამოსილებების დელეგირებას ითხოვს იგი.

3. კონსულტაციების შედეგად ორგანიზაციასთან სააგენტოს შეთანხმება წერილობით ფორმდება. ეს შეთანხმება უნდა უ პასუხებდეს ამ კოდექსის 44 15 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და უნდა შეიცავდეს განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავ გემთან დაკავშირებით მისი საქმიანობა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

4. სააგენტო უფლებამოსილია აღიარებული ორგანიზაციებისათვის შეიმუშაოს საქართველოს გემების ინსპექტირების, შემოწმებისა და სერტიფიცირების თაობაზე სავალდებულო ინსტრუქციები საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და IMO-ს A.1070 (28) რეზოლუციის შესაბამისად.

5. სააგენტო ამ კოდექსის შესაბამისად ახორციელებს აღიარებული ორგანიზაციების მიერ შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობას და კონტროლს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

6. საქართველო უფლებამოსილია მიიღოს ფინანსური კომპენსაცია აღიარებული ორგანიზაციისგან, თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოს ან არბიტრაჟის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ქონებრივი ზარალი ან ზიანი, ფიზიკური ზიანი ან დაღუპვა გამოწვეულია აღიარებული ორგანიზაციის ქმედებით.

7. სააგენტოსა და აღიარებულ ორგანიზაციას შორის დადებული წერილობითი შეთანხმებით განსაზღვრულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებული დავა გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/44-18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/44-3.md
