---
title: "მუხლი 44³ — საზღვაო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/44-3"
law: "საზღვაო კოდექსი"
article: "44^3"
identifier: "715"
adopted: "1997-05-15"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 44³ — საზღვაო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო კოდექსი, მუხლი 44³ (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/44-3

1. სააგენტოს უფლება აქვს, გემის შემმოწმებელს ან აღიარებულ ორგანიზაციას სრულად ან შეზღუდულად გადასცეს უფლებამოსილება, რათა მან განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ინსპექტირება და შემოწმება, სატვირთო მარკის მონიშვნა, ტევადობის გაზომვა, გემის მშენებლობისა და შეკეთების მონიტორინგი, საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისი მოწმობის გაცემა და განახლება, საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნების შესრულებისაგან გათავისუფლების შესახებ მოწმობის გაცემა და განახლება, ამ კოდექსის 44 12 მუხლთან შესაბამისობის დამადასტურებელი მოწმობის გაცემა.

2. სააგენტო ადასტურებს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად გაცემულ ყველა მოწმობას, რომლებშიც აღნიშნულია გამონაკლისები საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან, მიუხედავად იმისა, ისინი მუდმივია თუ დროებითი, აგრეთვე ასეთ მოწმობებში შეტანილ ყველა ცვლილებას.

3. სატვირთო გემის რადიოსადგურის მოწმობის სპეციფიკიდან გამომდინარე, კერძო ორგანიზაციას, რომელიც აღიარებულია სააგენტოს მიერ, აქვს სათანადო პრაქტიკა და ჰყავს კვალიფიციური პერსონალი, შეიძლება მიენიჭოს რადიოსაკომუნიკაციო უსაფრთხოების დამოუკიდებლად შეფასების უფლებამოსილება.

4. ამ მუხლის მე -3 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილების მისაღებად კერძო ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს ამ კოდექსით განსაზღვრულ და სააგენტოს მიერ დადგენილ და გამოქვეყნებულ მოთხოვნებს. კერძო ორგანიზაციის აღიარება და მისთვის მოვალეობათა გადაცემა ხორციელდება სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

5. სააგენტოს უფლება აქვს, გააუქმოს იმ კერძო ორგანიზაციის აღიარება, რომელიც აღარ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე -4 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან რომლის მიერ შესრულებული სამუშაო არადამაკმაყოფილებლად ფასდება. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/44-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/44-4.md
