---
title: "მუხლი 44⁶ — საზღვაო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/44-6"
law: "საზღვაო კოდექსი"
article: "44^6"
identifier: "715"
adopted: "1997-05-15"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 44⁶ — საზღვაო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო კოდექსი, მუხლი 44⁶ (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/44-6

1. საქართველო უფლებამოსილია სასამართლოს ან არბიტრაჟის გადაწყვეტილებით განსაზღვრული აღიარებული ორგანიზაციის პასუხისმგებლობის ხარისხის გათვალისწინებით მიიღოს კომპენსაცია აღიარებული ორგანიზაციისაგან, თუ სასამართლო ან არბიტრაჟი საქართველოს დააკისრებს პასუხისმგებლობას, მათ შორის, დაზარალებული მხარეებისათვის კომპენსაციის გადახდას ზიანისათვის, რომელიც გამომდინარეობს ნებისმიერი ინციდენტისგან, რომელიც დაკავშირებულია ქონების დაკარგვასთან ან დაზიანებასთან ანდა პირად ზიანთან ან სიკვდილთან და გამოწვეულია აღიარებული ორგანიზაციის ან მისი ორგანოს, თანამშრომლის, აგენტის ან ამ ორგანიზაციის სახელით მოქმედი სხვა პირის ბრალეული ქმედებით.

2. სააგენტოს და აღიარებულ ორგანიზაციას შეუძლიათ შეთანხმდნენ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შეზღუდვაზე. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/44-5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/44-7.md
