---
title: "მუხლი 44⁹ — საზღვაო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/44-9"
law: "საზღვაო კოდექსი"
article: "44^9"
identifier: "715"
adopted: "1997-05-15"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 44⁹ — საზღვაო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო კოდექსი, მუხლი 44⁹ (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/44-9

1. სააგენტო ვალდებულია განახორციელოს საქართველოს სახელით მოქმედი აღიარებული ორგანიზაციების მუშაობის მონიტორინგი, რათა დარწმუნდეს, რომ ისინი სათანადოდ ასრულებენ ამ კოდექსის 44 3 მუხლით გათვალისწინებულ ფუნქციებს.

2. სააგენტო აღიარებული ორგანიზაციის მუშაობის მონიტორინგს ახორციელებს სულ მცირე 2 წელიწადში ერთხელ და ვალდებულია უზრუნველყოს მონიტორინგის შედეგების ანგარიშის გამოქვეყნება არა უგვიანეს მომდევნო წლის 31 დეკემბრისა.

3. ამ კოდექსის 44 5 მუხლის თანახმად სააგენტოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილების მქონე აღიარებული ორგანიზაცია ვალდებულია სააგენტოსთვის ყოველწლიურად ხელმისაწვდომი გახადოს ხარისხის მართვის სისტემის შედეგები. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/44-8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/45.md
