---
title: "მუხლი 45 — საზღვაო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/45"
law: "საზღვაო კოდექსი"
article: "45"
identifier: "715"
adopted: "1997-05-15"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 45 — საზღვაო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო კოდექსი, მუხლი 45 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/45

1. ამ თავის მიზნებისთვის: ა) „გემთმფლობელი“ ნიშნავს გემის მეპატრონეს, ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, მაგალითად, მენეჯერს, აგენტს ან ბერბოუტ-ჩარტერერს, რომელსაც გემის მფლობელმა დააკისრა პასუხისმგებლობა გემის ექსპლუატაციისთვის, ამასთანავე, რომელმაც აღნიშნულ პროცესში განაცხადა თანხმობა, რომ აიღოს გემთმფლობელისთვის დაკისრებული მოვალეობები და პასუხისმგებლობა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენციის“ (MLC 2006) შესაბამისად, მიუხედავად იმისა, შეასრულებს თუ არა სხვა პირი ან ორგანიზაცია გემთმფლობელის სახელით სხვა გარკვეულ მოვალეობებს; ბ) „მეზღვაური“ ნიშნავს პირს, რომელიც მუშაობს თანამდებობაზე იმ გემზე, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ნაოსნობას საქართველოს სანაპირო წყლების (sheltered waters) ან საქართველოს საზღვაო ნავსადგურის აკვატორიის ფარგლების მიღმა.

2. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ეს თავი ვრცელდება იმ გემზე, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ნაოსნობას საქართველოს სანაპირო წყლებისა (sheltered waters) და საქართველოს საზღვაო ნავსადგურის აკვატორიის ფარგლების მიღმა. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/44-9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/46.md
