---
title: "მუხლი 52 — საზღვაო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/52"
law: "საზღვაო კოდექსი"
article: "52"
identifier: "715"
adopted: "1997-05-15"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 52 — საზღვაო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო კოდექსი, მუხლი 52 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/52

გემზე ბავშვის დაბადების შემთხვევაში გემის კაპიტანი ამ ფაქტს გემის საბორტო ჟურნალში აღრიცხავს და მიუთითებს ბავშვის დედისა და მამის სახელებს, დაბადების თარიღებსა და მოქალაქეობას, აგრეთვე ბავშვის დაბადების თარიღსა და სქესს და ინფორმაციას იმის შესახებ, ბავშვი ცოცხალი დაიბადა თუ არა. გემის საბორტო ჟურნალში კაპიტნის მიერ გაკეთებულ ჩანაწერს ორი მოწმე აწერს ხელს. აღნიშნული ჩანაწერის ასლი, რომელზედაც მითითებულია ორი მოწმის ხელმოწერები, გადაეცემა ბავშვის მშობელს შესაბამის სამოქალაქო ორგანოში დაბადების რეგისტრაციისთვის. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/51.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/53.md
