---
title: "მუხლი 54 — საზღვაო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/54"
law: "საზღვაო კოდექსი"
article: "54"
identifier: "715"
adopted: "1997-05-15"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 54 — საზღვაო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო კოდექსი, მუხლი 54 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/54

1. თუ სერიოზულ საფრთხეს არ უქმნის გემს, ეკიპაჟსა და მგზავრებს, გემის კაპიტანი ვალდებულია: ა) დახმარება აღმოუჩინოს ზღვაში დაღუპვის საფრთხეში მყოფ ნებისმიერ ადამიანს; ბ) შესაძლო მაქსიმალური სიჩქარით გაეშუროს კატასტროფაში მოხვედრილთა დასახმარებლად, თუ კაპიტანს აქვს ინფორმაცია, რომ კატასტროფაში მოხვედრილნი საჭიროებენ დახმარებას და ასეთი მოქმედება გონივრულია.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის გემის კაპიტნის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. გემთმფლობელი პასუხს არ აგებს გემის კაპიტნის ასეთ ქმედებაზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/53.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/55.md
