---
title: "მუხლი 58 — საზღვაო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/58"
law: "საზღვაო კოდექსი"
article: "58"
identifier: "715"
adopted: "1997-05-15"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 58 — საზღვაო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო კოდექსი, მუხლი 58 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/58

სამხედრო საფრთხის , სამხედრო მოქმედების, აგრეთვე მეკობრეთა თავდასხმის შემთხვევაში გემის კაპიტანი ვალდებულია, გარემოებათა გათვალისწინებით, ისე, რომ ზიანი არ მიადგეთ გემის ბორტზე მყოფ ადამიანებს, განახორციელოს საერთაშორისო სამართლით ნებადართული ყველა ღონისძიება, რათა არ დაუშვას გემის ბორტზე მყოფი ადამიანების, არსებული საბუთების, ტვირთისა და სხვა ქონების თავდამსხმელთა მიერ ხელში ჩაგდება. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/57.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/59.md
