---
title: "მუხლი 67 — საზღვაო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/67"
law: "საზღვაო კოდექსი"
article: "67"
identifier: "715"
adopted: "1997-05-15"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 67 — საზღვაო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო კოდექსი, მუხლი 67 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/67

საქართველოს დროშით მცურავი გემის მფლობელმა ან მისი ოპერირებისთვის პასუხისმგებელმა პირმა უნდა უზრუნველყოს, რომ: ა) გემი სრულად შეესაბამებოდეს საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავ გემზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მინიმალურ სტანდარტებს, რომლებსაც ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი. ამასთანავე, აღნიშნულ სტანდარტებს არანაკლებ წელიწადში ერთხელ ამოწმებს შესაბამისი კომპეტენტური პირი; ბ) გემზე განათავსოს გემების საერთაშორისო სამედიცინო სახელმძღვანელოს უახლესი ვერსია, ხოლო თუ გემს საშიში ტვირთი გადააქვს − აგრეთვე საშიშ ტვირთებთან დაკავშირებული შემთხვევების დროს პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის სახელმძღვანელო; გ) გემზე იმყოფებოდეს კვალიფიციური ექიმი, როდესაც გემი საერთაშორისო ნაოსნობაში 3 დღეზე მეტი ხნით არის ჩართული და 100 ან 100-ზე მეტი პირი გადაჰყავს. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/66.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/68.md
