---
title: "მუხლი 78 — საზღვაო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/78"
law: "საზღვაო კოდექსი"
article: "78"
identifier: "715"
adopted: "1997-05-15"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 78 — საზღვაო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო კოდექსი, მუხლი 78 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/78

1. სანავსადგურე ერთეულში გემის სააგენტო მომსახურება, სტივიდორული მომსახურება, სურვეირული მომსახურება და სატრანსპორტო-საექსპედიტორო მომსახურება გაიწევა საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული მომსახურებების გამწევი კომპანიები ვალდებული არიან შესაბამისი საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე წარუდგინონ სააგენტოს სარეგისტრაციო მონაცემები და საკონტაქტო ინფორმაცია.

2. სააგენტო კომპანია ვალდებულია გემთმფლობელის ან დამფრახტავის სახელით და მისი დავალებით განახორციელოს ანგარიშსწორება გაწეულ ყველა სახის მომსახურებაზე და წარუდგინოს გემთმფლობელს ან დამფრახტავს ერთიანი სადისბურსმენტო ანგარიში.

3. სააგენტო კომპანია ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს გემის შესახებ მონაცემების საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემისთვის მიწოდება. სააგენტო კომპანია პასუხისმგებელია ამ მონაცემთა სისწორისთვის, აგრეთვე აღნიშნული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში მისი განახლებისთვის. საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022წ. საქართველოს 2024 წლის 15 მაისის კანონი №4165 – ვებგვერდი, 29.05.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/77.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/78-1.md
