---
title: "მუხლი 83¹ — საზღვაო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/83-1"
law: "საზღვაო კოდექსი"
article: "83^1"
identifier: "715"
adopted: "1997-05-15"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 83¹ — საზღვაო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო კოდექსი, მუხლი 83¹ (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/83-1

1. გემის დაპატიმრება ხდება მხოლოდ საზღვაო სარჩელის უზრუნველსაყოფად .

2. საზღვაო სარჩელი გამომდინარეობს გემის საკუთრებიდან და სხვა ქონებრივი ურთიერთობიდან , რომელიც წარმოიშობა გემის მშენებლობის , მართვის , ექსპლუატაციის , კომერციული გამოყენების , იპოთეკის ან გადარჩენასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა განხორციელებისას .

3. გემის დაპატიმრებასა და გათავისუფლებას ა ხდენს მხოლოდ სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად .

4. საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გემის დაპატიმრება და მისთვის სასჯელის დაკისრება შეიძლება მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით . საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/83.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/84.md
