---
title: "მუხლი 9 — საზღვაო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/9"
law: "საზღვაო კოდექსი"
article: "9"
identifier: "715"
adopted: "1997-05-15"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9 — საზღვაო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო კოდექსი, მუხლი 9 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/9

სააგენტო: ა) საქართველოს სახელით ახორციელებს დროშის სახელმწიფო კონტროლს, ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლსა და სანავსადგურე ერთეულის სახელმწიფო კონტროლს, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და გამოსცემს სამართლებრივ აქტებს; ბ) ქმნის მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების ერთიან სისტემას; გ) ხელმძღვანელობს საზღვაო სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრს და ახორციელებს ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისა და ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციის ორგანიზების სახელმწიფო ზედამხედველობას; გ​ 1 ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის ტექნიკურ რეგულირებასა და ინსპექტირებას; დ) ახორციელებს/ასრულებს ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებებს/მოვალეობებს. საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №490-სსმI, №28, 24.07.2000წ., მუხ.87 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102 საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022წ. საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1543 – ვებგვერდი, 30.04.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/10.md
