---
title: "მუხლი 92 — საზღვაო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/92"
law: "საზღვაო კოდექსი"
article: "92"
identifier: "715"
adopted: "1997-05-15"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 92 — საზღვაო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო კოდექსი, მუხლი 92 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/92

1. პასუხისმგებლობა გემის მიერ მომხდარი ავარიული საზღვაო შემთხვევისათვის ეკისრება გემის კაპიტანს, ხოლო თუ ეს მოხდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ლოცმანის მიზეზით – სალოცმანო სამსახურსაც.

2. ლოცმანის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება ხორციელდება სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევით. საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/91.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/93.md
