---
title: "მუხლი 95 — საზღვაო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/95"
law: "საზღვაო კოდექსი"
article: "95"
identifier: "715"
adopted: "1997-05-15"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 95 — საზღვაო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო კოდექსი, მუხლი 95 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/95

1. გემზე ასვლისას ლოცმანი ვალდებულია გემის კაპიტანს წარუდგინოს ლოცმანის სერტიფიკატი და სალოცმანო ქვითარი.

2. გემის კაპიტანს უფლება არა აქვს გემზე მიიღოს ლოცმანი, რომელიც მას არ წარუდგენს ლოცმანის სერტიფიკატს და სალოცმანო ქვითარს.

3. გემის კაპიტანი ქვითარში აღნიშნავს სალოცმანო გაცილების დაწყებისა და დამთავრების ადგილსა და დროს, ტვირთისა და გემის ზუსტ მონაცემებს; აუცილებლობის შემთხვევაში შეაქვს შენიშვნები იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებიც თან ახლავს სალოცმანო გაცილებას, რასაც ადასტურებს ხელის მოწერით. საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102 საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/94.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/96.md
