---
title: "მუხლი 1 — სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29920-sakhelmwipo-konebis-privatizebis-adgilobrivi-tvitmmartveli-erteulis-ko/1"
law: "სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 29920"
adopted: "1997-05-30"
consolidated_as_of: "2010-07-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1 — სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ

> Text consolidated as of 2010-07-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2010-07-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29920-sakhelmwipo-konebis-privatizebis-adgilobrivi-tvitmmartveli-erteulis-ko/1

კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა ) სახელმწიფო ქონება – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე ; ა 1 ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონება – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა) და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე; ბ) პრივატიზება – ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა ამ კანონით დადგენილი წესით; გ ) სარგებლობის უფლებით გადაცემა – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად . საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1849-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.291 საქართველოს 2006 წლის 24 მაისის კანონი №3085-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.161 საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4746-სსმI, №18, 22.05.2007წ., მუხ160 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის  კანონი №5295-სსმI, №31, 03.08.2007წ., მუხ.348 საქართველოს 2009 3 ნოემბრის კანონი №1942-სსმI, №35, 19.11.2009წ., მუხ.247 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2475-სსმI, №50, 31.12.2009წ., მუხ.393

---
Next article: https://legal.ge/ka/law/29920-sakhelmwipo-konebis-privatizebis-adgilobrivi-tvitmmartveli-erteulis-ko/2.md
