---
title: "მუხლი 11 — სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29920-sakhelmwipo-konebis-privatizebis-adgilobrivi-tvitmmartveli-erteulis-ko/11"
law: "სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 29920"
adopted: "1997-05-30"
consolidated_as_of: "2010-07-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11 — სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ

> Text consolidated as of 2010-07-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2010-07-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29920-sakhelmwipo-konebis-privatizebis-adgilobrivi-tvitmmartveli-erteulis-ko/11

პრივატიზების შესახებ გარიგებათა ბათილობა 1 .(ამოღებულია).

2. პრივატიზების გარიგებათა ბათილად ცნობის უფლებრივი და ქონებრივი შედეგები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

3. პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებასთან და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.

4. პრივატიზებული სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების დოკუმენტაციის კანონიერებას ამოწმებს მხოლოდ საქართველოს კონტროლის პალატა, სათანადო სპეციალისტების მონაწილეობით. ფიზიკური ან იურიდიული პირის ფინანსებთან (აქციები, წილები) დაკავშირებული ინფორმაციის გაცემა, თვით ამ პირის გარდა, შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. საქართველოს 1997 წლი 12 დეკემბრის კანონი №1181, პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997წ.,  გვ.115 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის  კანონი №5295-სსმI, №31, 03.08.2007წ., მუხ.348 საქართველოს 2009 3 ნოემბრის კანონი №1942-სსმI, №35, 19.11.2009წ., მუხ.247

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29920-sakhelmwipo-konebis-privatizebis-adgilobrivi-tvitmmartveli-erteulis-ko/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29920-sakhelmwipo-konebis-privatizebis-adgilobrivi-tvitmmartveli-erteulis-ko/11-1.md
