---
title: "მუხლი 7². სახელმწიფო ქონების პრივატიზების განსაკუთრებული პირობები — სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29920-sakhelmwipo-konebis-privatizebis-adgilobrivi-tvitmmartveli-erteulis-ko/7-2"
law: "სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ"
article: "7^2"
identifier: "matsne 29920"
adopted: "1997-05-30"
consolidated_as_of: "2010-07-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7². სახელმწიფო ქონების პრივატიზების განსაკუთრებული პირობები — სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ

> Text consolidated as of 2010-07-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ, მუხლი 7² (consolidated as of 2010-07-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29920-sakhelmwipo-konebis-privatizebis-adgilobrivi-tvitmmartveli-erteulis-ko/7-2

1. მყიდველი ვალდებულია სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო პირობად საინვესტიციო ვალდებულების არსებობის შემთხვევაში პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების, ხოლო აუქციონის შემთხვევაში – აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის გაფორმებიდან 1 თვის ვადაში წარადგინოს საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას. საბანკო გარანტიის ამ პუნქტში მითითებული ოდენობის შემცირება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.

2. საბანკო გარანტია მისი მოქმედების განმავლობაში არის მყიდველის მიერ შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევის შედეგად დაკისრებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის დაკმაყოფილების წყარო.

3. მყიდველი ვალდებულია საბანკო გარანტიის ოდენობის შემცირების შემთხვევაში 1 თვის ვადაში შეავსოს იგი მის სრულ ოდენობამდე.

4. მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად გამყიდველის მხრიდან ოქმის/ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში საბანკო გარანტიის თანხა სრულად ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში. საქართველოს 2010 წლის 26 მარტის კანონი №2878-სსმI, №18, 12.04.2010წ., მუხ.101

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29920-sakhelmwipo-konebis-privatizebis-adgilobrivi-tvitmmartveli-erteulis-ko/7-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29920-sakhelmwipo-konebis-privatizebis-adgilobrivi-tvitmmartveli-erteulis-ko/8.md
