---
title: "მუხლი 9. ინფორმაცია საპრივატიზებო ქონების შესახებ — სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29920-sakhelmwipo-konebis-privatizebis-adgilobrivi-tvitmmartveli-erteulis-ko/9"
law: "სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 29920"
adopted: "1997-05-30"
consolidated_as_of: "2010-07-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. ინფორმაცია საპრივატიზებო ქონების შესახებ — სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ

> Text consolidated as of 2010-07-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2010-07-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29920-sakhelmwipo-konebis-privatizebis-adgilobrivi-tvitmmartveli-erteulis-ko/9

1. აუქციონის ფორმით საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალურ გამოცემაში (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), პრესის ისეთ სახეობაში, რომელიც ვრცელდება საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილში, ან ადგილობრივ პრესაში (თუ პრივატიზებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო) და განთავსდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინტერნეტგვერდზე (ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაცია ქვეყნდება იმ სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის ინტერნეტგვერდზე, რომელსაც სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და რომლის ბალანსზედაც ირიცხება მოძრავი ნივთი). თუ პრივატიზებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ინფორმაცია ასევე გადაიცემა საზოგადოებრივი ტელევიზიით. ამასთანავე, შეიძლება სხვა საინფორმაციო საშუალებების გამოყენება. აუქციონის ფორმით საპრივატიზებო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ბეჭდვით ორგანოში, ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვა საინფორმაციო საშუალებები. ამასთანავე, შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო საპრივატიზებო ქონების შესახებ ინფორმაციას აწვდის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომელიც განათავსებს მას სამინისტროს ინტერნეტგვერდზე.

2. ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების დათქმულ თარიღამდე სულ ცოტა 30 კალენდარული დღით ადრე. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და რომლის ბალანსზედაც ირიცხება მოძრავი ნივთი) და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილი არიან, გადაავადონ აუქციონის ჩატარება, რომლის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. პრესაში, ინტერნეტგვერდზე და სხვა საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნებულ ცნობებში შეიტანება ზოგადი ინფორმაცია საპრივატიზებო ქონების შესახებ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და რომლის ბალანსზედაც ირიცხება მოძრავი ნივთი) სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებით, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებასთან დაკავშირებით, ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში მყიდველს მიაწოდოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც აქვს გასაყიდი ქონების შესახებ. საქართველოს 2003 წლის 28 მარტის კანონი №2032-სსმI, №8, 14.04.2003წ., მუხ.41 საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1133-სსმI, №13, 12.04.2005წ., მუხ.83 საქართველოს 2005 წლის 17 მაისის კანონი №1446-სსმI, №25, 02.06.2005წ., მუხ.172 საქართველოს 2006 წლის 24 მაისის კანონი №3085-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.161 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის  კანონი №5295-სსმI, №31, 03.08.2007წ., მუხ.348 საქართველოს 2009 3 ნოემბრის კანონი №1942-სსმI, №35, 19.11.2009წ., მუხ.247 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3165-სსმI, №35, 12.07.2010წ., მუხ.209 თავი III გარიგებათა გაფორმების წესი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29920-sakhelmwipo-konebis-privatizebis-adgilobrivi-tvitmmartveli-erteulis-ko/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29920-sakhelmwipo-konebis-privatizebis-adgilobrivi-tvitmmartveli-erteulis-ko/10.md
