---
title: "მუხლი 4 — საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29950-sazogadoebriv-gaertianebata-sakmianobis-shecherebisa-da-mati-akrdzalvi/4"
law: "საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 29950"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2006-12-14"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4 — საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებ

> Text consolidated as of 2006-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2006-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29950-sazogadoebriv-gaertianebata-sakmianobis-shecherebisa-da-mati-akrdzalvi/4

სასამართლოს შეუძლია აკრძალოს საზოგადოებრივი გაერთიანება, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება, ან სასამართლოს მიერ მისი საქმიანობის შეჩერების შემდეგ განაახლებს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ საქმიანობას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29950-sazogadoebriv-gaertianebata-sakmianobis-shecherebisa-da-mati-akrdzalvi/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29950-sazogadoebriv-gaertianebata-sakmianobis-shecherebisa-da-mati-akrdzalvi/4-1.md
