---
title: "მუხლი 107. სასამართლო დავალებანი — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/107"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "107"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 107. სასამართლო დავალებანი — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 107 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/107

1. თუ მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს მიერ გამოსათხოვი ან შესამოწმებელი მტკიცებულებები სხვა ქალაქში ან რაიონშია და მათი წარმოდგენა თუ შემოწმება საქმის განმხილველ სასამართლოში შეუძლებელი ან ძნელია, სასამართლოს შეუძლია დასაბუთებული განჩინებით მტკიცებულებათა შეგროვება (შემოწმება) დაავალოს იმ სასამართლოს, რომლისთვისაც ტერიტორიულად ეს უფრო მოსახერხებელია.

2. სასამართლო დავალების შესახებ სასამართლო განჩინებაში მოკლედ უნდა ჩამოყალიბდეს განსახილველი საქმის შინაარსი, დასადგენი გარემოება და მტკიცებულებანი, რომლებიც უნდა შეაგროვოს (შეამოწმოს) დავალების შემსრულებელმა სასამართლომ, აგრეთვე დავალების შესრულების ვადა.

3. სასამართლო დავალების შესახებ განჩინების შესრულება სავალდებულოა და იგი უნდა შესრულდეს დანიშნულ ვადაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/106.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/108.md
