---
title: "მუხლი 108. სასამართლო დავალების შესრულების წესი — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/108"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "108"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 108. სასამართლო დავალების შესრულების წესი — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 108 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/108

1. სასამართლო დავალებას მოსამართლე ასრულებს ერთპიროვნულად.

2. დავალების შესრულების დროს შეკრებილი ყველა მასალა დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნოს საქმის განმხილველ სასამართლოს. თუ სასამართლო დავალებით უნდა მოხდეს ადგილზე დათვალიერება, დავალების შემსრულებელი მოსამართლე აცნობებს მხარეებს ადგილზე დათვალიერების დროსა და ადგილს, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს დათვალიერების ჩატარებას.

3. თუ მხარეები ან მოწმეები, რომლებმაც ახსნა-განმარტებები ან ჩვენებები მისცეს დავალების შემსრულებელ მოსამართლეს, გამოცხადდებიან საქმის განმხილველ სასამართლოში, ისინი ახსნა-განმარტებებსა და ჩვენებებს მისცემენ საერთო წესით. თავი XIV მტკიცებულებათა უზრუნველყოფა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/107.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/109.md
