---
title: "მუხლი 110. მტკიცებულებათა უზრუნველყოფა სასამართლოში საქმის აღძვრამდე — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/110"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "110"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 110. მტკიცებულებათა უზრუნველყოფა სასამართლოში საქმის აღძვრამდე — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 110 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/110

მტკიცებულებათა უზრუნველყოფას სასამართლოში საქმის აღძვრამდე ახდენს იმ რაიონის (ქალაქის) მოსამართლე ან მაგისტრატი მოსამართლე, რომლის ტერიტორიაზედაც უნდა შესრულდეს საპროცესო მოქმედება უზრუნველყოფის მიზნით (მოწმის დაკითხვა, ნივთიერ მტკიცებულებათა დათვალიერება და ა.შ.). საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1740 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.227

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/109.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/111.md
