---
title: "მუხლი 112. მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ განცხადების შინაარსი — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/112"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "112"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 112. მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ განცხადების შინაარსი — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 112 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/112

მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ როგორც წერილობითი, ისე ზეპირი ფორმით განცხადებულ შუამდგომლობაში უნდა აისახოს: ა) მტკიცებულებანი, რომელთა უზრუნველყოფაც აუცილებელია; ბ) გარემოებანი, რომელთა დასადასტურებლადაც საჭიროა ეს მტკიცებულებანი; გ) მიზეზები, რომლებმაც აიძულა განმცხადებელი მიემართა შუამდგომლობით მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ; დ) მოწინააღმდეგე მხარის გვარი, სახელი და მისამართი, თუ განცხადება მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ შეტანილია სასამართლოში საქმის აღძვრამდე და განმცხადებელმა იცის, თუ ვინ შეიძლება იყოს მოწინააღმდეგე მხარე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/111.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/113.md
